ტოივო კლაარი: ჟენევის მოლაპარაკებების უმეტესი ნაწილი ეხებოდა თამაზ გინტურის საკითხს, რა შეიძლება, გაკეთდეს, რათა მსგავსი რამ ისევ არ მოხდეს

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ტოივო კლაარმა განაცხადა, რომ ჟენევაში მოლაპარაკებების უმეტესი ნაწილი ეხებოდა თამაზ გინტურის საკითხს, რა შეიძლება, გაკეთდეს, რომ მსგავსი რამ ისევ არ მოხდეს.

„ჩვენი მხრიდან ხაზს ვუსვამდით, რომ ყველა მონაწილემ უნდა იფიქროს, როგორ შეიქმნას ატმოსფერო, სადაც ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მცხოვრებ ადამიანებს არ შეეშინდებათ წასვლა ეკლესიაში, სასაფლაოებზე, რომ შეიძლება, ამის გამო ან დააკავონ, ან მოკლან.


ჟენევის პლატფორმა არის ერთადერთი, რომელიც გვაქვს. არ არის იდეალური, ამ შეხვედრებს, 15 წელია, ვატარებთ და ალბათ სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ კარგი იქნებოდა, გქვონდეს მეტი პროგრესი. ამავდროულად, ის ფაქტი, რომ გვაქვს შესაძლებლობა, შევხვდეთ და ვიმსჯელოთ სხვადასხვა საკითხზე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ყველანი ვისურვებდით, რომ უფრო მეტი შედეგი გვქონდეს 15 წლის შემდეგ,“ – განაცხადა ტოივო კლაარმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.