ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთმა და ევროკავშირმა გლობალურ გამოწვევებს ერთად უნდა უპასუხონ.
პეკინში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ევროკავშირისა და ჩინეთის მაღალჩინოსნებმა სავაჭრო ურთიერთობები და უკრაინის საკითხი განიხილეს.
„ჩვენ გლობალურ გამოწვევებს ერთობლივად უნდა ვუპასუხოთ და მსოფლიო სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის ერთად ვიმუშაოთ“, - განაცხადა სი ძინპინმა ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით.
ევროკავშირისა და ჩინეთის მაღალჩინოსნებს შორის ბოლო შეხვედრა 2019 წელს გაიმართა.