- ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს განუცხადა, რომ ბლოკმა და მისმა უდიდესმა სავაჭრო პარტნიორმა უნდა მოაგვარონ თავიანთი უთანხმოება - ევროკავშირი-ჩინეთის სამიტი, რომელიც პირველად იმართება ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, პეკინში დაიწყო.
ევროკავშირსა და ჩინეთ შორის არის სფეროები, სადაც ერთმანეთის ინტერესები ემთხვევა, მათ შორის თანამშრომლობა ხელოვნური ინტელექტისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით, თუმცა არსებული განსხვავებები უნდა გადაიჭრას. ამ გზავნილით ჩავიდნენ ევროპული ინსტიტუტების ლიდერები ჩინეთში.
პეკინში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდნენ.
„მკაფიო დისბალანსი და განსხვავებები უნდა გადაიჭრას,“ - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მიშელმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ბლოკი ეძებს "სტაბილურ და ორმხრივად მომგებიან" ურთიერთობას ჩინეთთან. მაგრამ, მისი თქმით, სამიტზე ევროკავშირი ასევე წამოწევს ევროპულ ღირებულებების, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებს.