დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსული ბრილიანტების იმპორტზე იანვრიდან პირდაპირი აკრძალვა დააწესონ, რათა მოსკოვის შემოსავლები მის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე შეაჩერონ.
ზომების გასაძლიერებლად, G7-ის ის წევრები, რომლებიც უხეში ალმასის ძირითადი იმპორტიორები არიან, პირობას დებენ, რომ შიდა ვაჭრობის მონიტორინგის გადამოწმების მექანიზმს მომავალი სექტემბრისთვის შეიმუშავებენ.
G7-ის ქვეყნები, მათ შორის კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, აშშ და დიდი ბრიტანეთი, ალმასის მსოფლიო ბაზრის 70%-ს წარმოადგენენ. რუსული ბრილიანტის გაყიდვის აკრძალვას ასევე ითვალისწინებს ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტი. ეს ღონისძიება მიზნად ისახავს რუსული ალმასით ვაჭრობის სრულ სპექტრს. დამტკიცების შემთხვევაში, ის ძალაში პირველი იანვრიდან შევა.