იაპონია მზადაა, უკრაინას გამოუყოს დაახლოებით 4,5 მილიარდი დოლარი ქვეყნის ომის შემდგომი აღმშენებლობისთვის. ამის შესახებ მედია პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას განცახდებაზე დაყრდნობით წერს.
შეგახსენებთ, ოთხშაბათს იაპონიის თავმჯდომარეობით დიდი შვიდეულის ლიდერების ვირტუალური სამიტი გაიმართა. მიღებულ სხვა გადაწყვეტილებებს შორის გამოცხადდა განზრახვა, რომ რუსულ ბრილიანტებზე შეზღუდვები დაწესდეს.