უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არგენტინის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ხავიერ მილეის ინაუგურაციას დაესწრება, რომელიც დეკემბერშია დაგეგმილი. ამის შესახებ არგენტინული გამოცემა TN წერს.
მილეიმ არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთთან და ჩინეთთან კავშირების შემცირებას შეეცდება. მან გააკრიტიკა არგენტინის მთავრობა და ომის მიმართ მის პოზიციას სუსტი უწოდა. არგენტინული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ზელენსკის ოფისში კომენტარი არ გაუკეთებიათ.