თეგი: არგენტინა

არგენტინა ევროპას თავის გაზს, G7-ის სამიტზე შესთავაზებს

არგენტინის პრეზიდენტი ალბერტო ფერნანდესი შვიდეულის (G7) სამიტზე ევროპულ ქვეყნებს არგენტინულ გაზს, როგორც რუსულის ალტერნატივას, შესთავაზებს. ამის შესახებ პორტუგალიური სააგენტო Lusa იტყობინება. სააგენტოს ცნობით, ამისთვის ფერნანდესი გამოიყენებს თავის ორ გამოსვლას და ექვს ორმხრივ შეხვედრას, რომელიც სამიტის განმავლობაში შედგება. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ პერსპექტივის გათვალისწინებით, ფერნანდესი გახდა ლათინური ამერიკის ერთადერთი ლიდერი, რომელიც სამიტზე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მიიწვია და არგენტინა G7-ის პარტნიორ ქვეყნად გამოაცხადა. „ზოგადად ლათინური ამერიკისთვის და განსაკუთრებით არგენტინისთვის, დიდი შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნა მსოფლიო სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოების შენარჩუნების, მინერალებითა და სასუქებით მიწოდების სფეროში კონფლიქტში მყოფი მიმწოდებელი ქვეყნების ნაცვლად“, - აცხადებს არგენტინის ყოფილი მრეწველობის მინისტრი (2018-2019) დანტე სიკი. მას მიაჩნია, რომ „ევროპას ახალი მომწოდებლები სჭირდება და მათ მშვიდობიან რეგიონებში დაეძებს“. ერთი კვირის წინ არგენტინის ენერგეტიკის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მაისში რესპუბლიკაში ფიქლის ნავთობისა და გაზის მოპოვების მოცულობამ ქვეყნისთვის, რეკორდულ დონეს მიაღწია და დღე-ღამეში 241 ათასი ბარელი და 76 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა. დეპარტამენტის ცნობით, მთლიანობაში ნავთობის მოპოვებამ მაისში 584 000 ათასი ბარელი შეადგინა, რაც ყველაზე მაღალია 2011 წლის ნოემბრის შემდეგ. გასულ თვეში არგენტინაში გაზის მოპოვების მაჩვენებელი 136 მილიონი კუბური მეტრი იყო. წლის განმავლობაში ზრდამ შესაბამისად, 14% და 12% შეადგინა.  

არგენტინაში მაღალი ინფლაციის გამო, დასაქმებულებმა „ხელფასის დაკრძალვის“ პერფორმანსი გამართეს

არგენტინაში, მაღალი ინფლაციის გამო, დასაქმებულებმა „ხელფასის დაკრძალვის“ პერფორმანსი გამართეს.  „დასაქმებულები მძიმე მდგომარეობაში ვართ. თვის შუა რიცხვებში ხელფასი ქრება და არ გვყოფნის“- განაცხადა საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.  მოსალოდნელია, რომ წელს ინფლაცია 90%-ს მიაღწევს, რაც მსყიდველუნარიანობას კიდევ უფრო შეამცირებს. ხელისუფლება, მცდელობის მიუხედავად, ფასების შენარჩუნებას ვერ ახერხებს. 

სასამართლომ არგენტინის ყოფილ პრეზიდენტს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

სასამართლომ არგენტინის ყოფილი პრეზიდენტი, კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი თაღლითობაში დამნაშავედ ცნო და 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს. ბრალდების მიხედვით გამოიკვეთა თაღლითური სქემა, რომლის შედეგადაც ხელისუფლებამ კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერის პრეზიდენტობის დროს 1 მილიარდი დოლარი მიითვისა.   ამასთან, განაჩენი ვერ ამოქმედდება აპელაციის განხილვამდე, ამჟამად არგენტინის ვიცე-პრეზიდენტს სისხლის სამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტი იცავს. ბრალდებულმა კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერმა განაჩენი გააკრიტიკა და საკუთარ თავს „სასამართლო მაფიის“ მსხვერპლი უწოდა.   

მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ფინალისტი ცნობილია

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში არგენტინამ ხორვატია დაამარცხა. ლიონელ მესისა და ხულიან ალვარესის (2) გოლებით, არგგენტინამ ანგარიშით 3:0 გაიმარჯვა. არგენტინის ნაკრების მეტოქე მაროკოსა და საფრანგეთის ნაკრებების მატჩში გაირკვევა. ეს მატჩი 14 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.  

პელე არგენტინის გამარჯვებაზე: ვულოცავ არგენტინას! რა თქმა უნდა, დიეგო ახლა იღიმება

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი სოციალურ ქსელში. მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის გამარჯვებას გამოეხმაურა.   ვულოცავ არგენტინას! რა თქმა უნდა, დიეგო ახლა იღიმება, - წერს პელე Instagram-ზე.  „დღეს ფეხბურთი საკუთარი ისტორიის მომხიბვლელად თხრობას განაგრძობს. მესიმ დამსახურებულად მოიგო პირველი მსოფლიო თასი. ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა, მბაპემ ფინალში გაიტანა 4 გოლი. ჩვენი სპორტისთვის ამ სპექტაკლის ხილვა ნამდვილი საჩუქარი იყო. არ შემიძლია არ მივულოცო შესანიშნავი მუნდიალი მაროკოს ნაკრებს. სასიამოვნოა იმის ყურება, თუ როგორ ბრწყინავს აფრიკა. ვულოცავ არგენტინას! რა თქმა უნდა, დიეგო ახლა იღიმება", – წერს პელე.  

არგენტინას საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან, ახლად დანიშნულ ელჩს, გვარამ ხანდამიშვილს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას, მათ შორის, პოლიტიკური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო, კულტურული და სოფლის მეურნეობის მიმართულებებით და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. გვარამ ხანდამიშვილს აქვს მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილება. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე, აგრეთვე, საქართველოს დიპლომატიურ მისიებში საზღვარგარეთ. 2021 წლის აგვისტოდან2022 წლის დეკემბრამდე იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე. 2003 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სრული კურსი, 2005 წელს მინიჭებული აქვს ამავე უნივერსიტეტის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. აგრეთვე, 2003 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი იურისპრუდენციის მიმართულებით. 2017 წელს მიენიჭა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მაგისტრის აკადემიური ხარისხი, სადაც სწავლობდა განათლების საერთაშორისო ცენტრის დაფინანსებით, სპეციალობა – საერთაშორისო საჯარო პოლიტიკა. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.  

არგენტინასა და ბრაზილიას, დოლარის გავლენის შესამცირებლად ერთობლივი ვალუტის შექმნა სურთ

არგენტინა და ბრაზილია ერთიანი ვალუტის შესაქმნელად მოსამზადებელ სამუშაოებს იწყებენ, რამაც შესაძლოა, მსოფლიოში სიდიდით მეორე სავალუტო კავშირის შექმნა გამოიწვიოს, - წერს FT. გამოცემის ცნობით, დისკუსია ბუენოს აირესის სამიტზეა დაგეგმილი. ამასთან, ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნების სავალუტო კავშირში გაწევრიანებისთვის მიწვევა იგეგმება. ბრაზილია გამოდის ინიციატივით, რომ ვალუტას ეწოდოს sur-ი (ესპანურად "სამხრეთი"). აღსანიშნავია, რომ ახალი ვალუტა ბრაზილიურ რეალთან და არგენტინულ პესოსთან ერთად მიმოქცევაში იქნება. „განხილული იქნება სხვადასხვა ვარიანტი,მათ შორის ფისკალური საკითხებიდან დაწყებული ეკონომიკის ზომამდე და ცენტრალური ბანკების როლზე. არ მინდა ცრუ მოლოდინების შექმნა. ეს არის პირველი ნაბიჯი იმ გრძელი მოგზაურობისას, რომელიც ლათინურმა ამერიკამ უნდა გაიაროს“, - განაცხადა არგენტინის ეკონომიკის მინისტრმა სერხიო მასამ გამოცემასთან ინტერვიუში. FT-ის თანახმად, თუ ლათინური ამერიკის ქვეყნები შექმნიან ფულად კავშირს, ეს მოიცავს გლობალური მშპ-ის დაახლოებით 5%-სა და ევროზონის შემდეგ მსოფლიოში სიდიდით მეორე სავალუტო კავშირი გახდება, რომელიც გლობალური მშპ-ს 14%-ს შეადგენს. ბრაზილიასა და არგენტინას შორის ვაჭრობამ 2022 წლის 11 თვეში 26,4 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც თითქმის 21%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შეგახსენებთ, რომ 2018 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლებელია ერთიანი ვალუტის დანერგვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) ქვეყნებს შორის (საზღვრისპირა ანგარიშსწორების სისტემაში). რუსეთის ფედერაციის ეროვნული გადახდის საბჭოს შესაბამის წინადადებას მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტრომ. თუმცა, ამ წინადადებას მხარი არ დაუჭირეს ყაზახეთში და აღნიშნეს, რომ ეს ინიციატივა რუსული მხარის ოფიციალური წინადადება არ იყო.  

Reuters-ის ცნობით, ევროკავშირი არგენტინიდან გაზის იმპორტს განიხილავს

Reuters-ის ცნობით, ევროკავშირი არგენტინიდან გაზის შესაძლო იმპორტს განიხილავს. სააგენტოს თანახმად, მხარეები აპირებენ, ხელი მოაწერონ ურთიერთგაგების მემორანდუმს. დოკუმენტის ზოგიერთი პუნქტი, შესაძლოა, გამოქვეყნებამდე შეიცვალოს. განახლებადი  

არგენტინის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანიამ რუსული თხევადი გაზით დატვირთული ტანკერის მიღებაზე უარი განაცხადა

არგენტინის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანიამ რუსული თხევადი გაზის ტვირთის მიღებაზე უარი განაცხადა, რის გამოც ტანკერი იძულებული გახდა, უკან გაბრუნებულიყო. Bloomberg-ის ცნობით, ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა, სერჯიო მასამ, ადგილობრივ ტელეკომპანია C5N-ს განუცხადა, რომ ოფიციალურმა პირებმა საწვავის მიწოდება სანქციების გამო დაბლოკეს. აღსანიშნავია, რომ არგენტიას რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ აქვს დაწესებული. „Enarsa-მ ტანკერის მიღება დაბლოკა, რადგან არღვევს ხელშეკრულებას, კომპანია, რომელსაც თხევადი გაზი შემოჰქონდა, სანქცირებულია,“ - განმარტა მასამ ინტერვიუში, თუმცა კომპანია არ დაუსახელებია. შპს Gunvor Group-ი - სავაჭრო სახლი, რომელმაც მიწოდება უზრუნველყო, განაცხადა, რომ LNG-ის გადაზიდვის პროცედურა კანონიერი და გამჭვირვალე იყო. „ტრანზაქცია შეესაბამება ყველა მოქმედ ეკონომიკურ სანქციებს, განსაკუთრებით შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის სანქციებს“, - განმარტა Gunvor Group-მა. რუსული წარმოების ტვირთები ბოლოს არგენტინაში 2018 და 2020 წლებში შეიტანეს.  

მედია: ზელენსკი ერთ-ერთი ქვეყნის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არგენტინის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ხავიერ მილეის ინაუგურაციას დაესწრება, რომელიც დეკემბერშია დაგეგმილი. ამის შესახებ არგენტინული გამოცემა TN წერს. მილეიმ არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთთან და ჩინეთთან კავშირების შემცირებას შეეცდება. მან გააკრიტიკა არგენტინის მთავრობა და ომის მიმართ მის პოზიციას სუსტი უწოდა. არგენტინული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ზელენსკის ოფისში კომენტარი არ გაუკეთებიათ.  

ზელენსკი არგენტინის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად გაემგზავრა

არგენტინის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ხავიერ მილეის ინაუგურაციაზე დასწრებამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველი შეხვედრა გამართა კაბო ვერდეს პრემიერ-მინისტრთან ხოსე ულისეს კორეია ე სილვასთან. შესაბამისი პოსტი ზელენსკიმ სოციალურ ქსელში განათავსა. უკრაინული მედის ცნობით, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა სილვას უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის, კერძოდ, 2022 წლის 2 მარტს გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. სილვამ და ზელენსკიმ განიხილეს კონტინენტთან ჩართულობისა და თანამშრომლობის გაღრმავება, მათ შორის, საერთაშორისო ფორუმების საშუალებით. ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ უახლოეს მომავალში კონტაქტებს გააგრძელებენ. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 10 დეკემბერს არგენტინის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ხავიერ მილეის ინაუგურაციას დაესწრება. მილეიმ არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთთან და ჩინეთთან კავშირების შემცირებას შეეცდება. მან გააკრიტიკა არგენტინის მთავრობა და ომის მიმართ მის პოზიციას სუსტი უწოდა. ზელენსკიმ მილეის გამარჯვება მიულოცა. ორმა ლიდერმა კენჭისყრიდან მალევე ტელეფონითაც ისაუბრა. მილეიმ აღნიშნა, რომ მან ზელენსკის უკრაინასა და ლათინურ ამერიკას შორის სამიტის მასპინძლობა შესთავაზა. რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ინაუგურაციას არგენტინაში რუსეთის ელჩი დიმიტრი ფეოქტისტოვიც დაესწრება. „დოიჩე ველეს“ ცნობით, ინაუგურაციას ასევე დაესწრება რამდენიმე ლიდერი, მათ შორისაა ესპანეთის მეფე ფელიპე VI, უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ, რომელიც მილეის პოლიტიკასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ამჟამინდელი პრეზიდენტი ლულა. ევროკავშირში უკრიანის გაწევრიანების საკითხზე უნგრეთის წინააღმდეგობის ფონზე, ზელენსკი შესაძლოა, ორბანს შეხვდეს  

არგენტინის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ცხრა სამინისტრო გააუქმა

არგენტინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, ხავიერ მილეიმ სამინისტროების რაოდენობა 18-დან 9-მდე შეამცირა. მან ახალი მინისტრთა კაბინეტი წარადგინა. ეს მილეის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო. განახლებულ მინისტრთა კაბინეტში ეკონომიკის, უსაფრთხოების, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ჯანდაცვის, იუსტიციის, ადამიანური კაპიტალის, ინფრასტრუქტურისა და საგარეო საქმეთა მინისტრები იქნებიან.  

არგენტინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ოფიციალურად განაცხადა უარი BRICS-ზე

არგენტინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ოფიციალურად განაცხადა უარი BRICS-ში გაწევრიანებაზე. შესაბამისი შინაარსის წერილები ხავიერ მილეიმ რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებს, ვლადიმირ პუტინსა და სი ძინპინს გაუგზავნა. BRICS-ში მოწვევაზე უარის თქმის შესახებ წერილები ასევე გაეგზავნა გაერთიანების სხვა წევრი სახელმწიფოების - ბრაზილიის, ინდოეთისა და სამხრეთ აფრიკის - ლიდერებს. BRICS-ის ლიდერებისადმი თავის წერილში პრეზიდენტი ხავიერ მილეი აღნიშნავს, რომ მთავრობა, რომელსაც ის ახლა მეთაურობს, „ბევრ ასპექტში განსხვავდება წინა მთავრობისგან, და ამ მხრივ, წინა ხელისუფლების მიერ მიღებული ზოგიერთი გადაწყვეტილება გადაიხედება.“ ცნობისთვის, არგენტინა აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანებას 2024 წლის პირველი იანვრიდან აპირებდა. შეგახსენებთ, BRICS-მა გაფართოების შესახებ მიმდინარე წლის აგვისტოში გამოაცხადა.  

არგენტინის პრეზიდენტი ისრაელს ეწვევა

არგენტინის პრეზიდენტი, ხავიერ მილეი ისრაელს ეწვევა. ამის შესახებ არგენტინის პრეზიდენტმა განაცხადა. ხავიერ მილეიმ აღნიშნა, რომ „ჰამასის“ ტყვეობაში 11 არგენტინელი რჩება. „მომავალ რამდენიმე კვირაში წმინდა მიწას ვეწვევი, რაც ახალ თავს გახსნის ჩვენს ორ ერს შორის ძმობაში,“ - განაცხადა მილეიმ. არგენტინის პრეზიდენტი ბუენოს-აირესში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლაში ისრაელის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.  

არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი რომის პაპ ფრანცისკეს პირველად შეხვდა

არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი რომის პაპ ფრანცისკეს პირველად შეხვდა. შეხვედრა წმინდა პეტრეს ტაძარში შედგა, მესაზე, როდესაც არგენტინის პირველი ქალი წმინდანად შერაცხეს. „დიდი მადლობა...!!!" მილეიმ რომის პაპთან შეხვედტრის ამსახველი ფოტო ინსტაგრამზე ამ წარწერით გამოაქვეყნა. მილეი ორშაბათს, 12 თებერვალს პირადად უნდა შეხვდეს რომის პაპს, მანამდე კი, მოლაპარაკებები ექნება იტალიის ულტრამემარჯვენე პრემიერ ჯორჯია მელონისთან და ქვეყნის პრეზიდენტთან. როგორც Associated Press წერს, ოდესღაც ხავიერ მილეიმ რომის პაპს "იმბეცილი" უწოდა, რადგან მისი შეფასებით, რომის პაპი "სოციალური სამართლიანობის" იდეებს იცავს. მოგვიანებით, მილეიმ ბოდიში მოიხადა იმ შეურაცხყოფისა და კრიტიკისთვის, რომელიც მან ადრე საჯაროდ გამოთქვა რომის პაპის მიმართ.  

არგენტინის პრეზიდენტი უკრაინის მხარდასაჭერად ლათინური ამერიკის სამიტის ჩატარებას გეგმავს

არგენტინის პრეზიდენტი უკრაინის მხარდასაჭერად ლათინური ამერიკის სამიტის ჩატარებას გეგმავს. Financial Times-ის ცნობით მილეიმ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე უკრაინის მხარდასაჭერად ლათინური ამერიკის სამიტის ორგანიზებას აპირებს. არგენტინის პრეზიდენტმა Financial Times-თან ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ ისეთ ქვეყნებთან ალიანსებს ანიჭებს უპირატესობას, რომლებიც თავისუფლებას იცავენ, მათ შორის, აშშ, ისრაელი და უკრაინა.  

არგენტინამ უკრაინას ორი ვერტმფრენი გადასცა - FT

არგენტინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ორი ვერტმფრენი გადასცა. იტყობინება Financial Times-ი. გამოცენის ცნობით, მილეი უპირატესობას ანიჭებს ალიანსებს "ქვეყნებთან, რომლებიც იცავენ თავისუფლებას", მათ შორის, შეერთებულ შტატებთან, ისრაელთან, რომელსაც ის ამ თვის დასაწყისში ეწვია და უკრაინას, რომელსაც მან ორი სამხედრო ვერტმფრენი აჩუქა. Financial Times არ აკონკრეტებს, რომელი ვერტმფრენები გადაეცა უკრაინას, თუმცა აღსანიშნავია, რომ გასული წლის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არგენტინა აპირებდა უკრაინაში ორი მრავალფუნქციური Mi-171E-ის ტიპის შვეულმფრენის გაგზავნას, რომლებიც ადრე რუსეთისგან შეიძინეს. რა არის ცნობილი Mi-171E-ის შესახებ მრავალფუნქციური ვერტმფრენი Mi-171E არის Mi-8 ვერტმფრენის განახლებული მოდიფიკაცია. ფრენის დიაპაზონი 850 კმ-ია.  

არგენტინის პრეზიდენტი უკრაინას შესაძლოა, ივნისში ეწვიოს

არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი ევროპული ტურნეს ფარგლებში ივნისში უკრაინას ეწვევა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ამის შესახებ არგენტინული პორტალ Infobae  იტყობინება. არგენტინის ლიდერი უკრაინის დედაქალაქში ესპანეთიდან ჩავა. ასევე დაგეგმილია მისი ვიზიტი გერმანიასა და საფრანგეთში. „მილეი იქნება ლათინური ამერიკის პირველი ლიდერი, რომელიც უკრაინას კონფლიქტის შუაგულში ეწვევა, რადგან ზელენსკი ცდილობს, შეაჩეროს მოსკოვის ფართო სამხედრო შეტევა,“ - ნათქვამია სტატიაში. არგენტინის პრეზიდენტი უკრაინის მხარდასაჭერად ლათინური ამერიკის სამიტის ჩატარებას გეგმავს.