ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში „მნიშვნელოვან გარღვევას“ მიესალმება. მიშელი ქვეყნების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა.
„მივესალმები მნიშვნელოვან გარღვევას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში, როდესაც ისინი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განსაკუთრებით მივესალმები დაკავებულთა გათავისუფლებას და უპრეცედენტო დიალოგის გახსნას. მხარეებს შორის ორმხრივი დიალოგის დამყარება და გაღრმავება იყო ბრიუსელის პროცესის მთავარი მიზანი: დღევანდელი პროგრესი საკვანძო ნაბიჯია. ახლა მე მოვუწოდებ ლიდერებს, დაასრულონ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმება რაც შეიძლება მალე,“ - აღნიშნა მიშელმა.