ბულგარეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა F-16-ებზე უკრაინელი პილოტების წვრთნას მხარი დაუჭირა. თავდაცვის კომიტეტმა დაამტკიცა უკრაინელი მფრინავების მომზადება F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე, ბულგარეთის საჰაერო სივრცის გამოყენების ჩათვლით.
სოფიამ ასევე უნდა მოამზადოს 4-მდე ქვეითი ან მექანიზებული ასეული, სულ 160 უკრაინელი ჯარისკაცისგან წელიწადში. ბულგარეთმა უკვე გაუწია უკრაინას სხვადასხვა სამხედრო დახმარება, ამჟამინდელმა მთავრობამ პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი დენკოვის ხელმძღვანელობით, პრო-უკრაინული პოზიცია დაიკავა. დენკოვის კოალიციას უპირისპირდება ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი, რომელიც არაერთხელ აკრიტიკებდა კიევისთვის სამხედრო დახმარების გადაცემას. პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ ვეტო დაადო უკრაინისთვის 100 ჯავშანტექნიკის მიწოდებას, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა რწმენა, რომ პარლამენტი შეძლებს ვეტოს დაძლევას.