ერაყში აშშ-ის საელჩოს დაცული ზონა სარაკეტო თავდასხმების სამიზნეა

პარასკევს, გამთენიისას, სულ მცირე სამი რაკეტის სამიზნე გახდა აშშ-ის საელჩოს ბაღდადის „მწვანე ზონა“. რაკეტები ჩამოვარდა ოლქის გარეუბანში, სადაც განთავსებულია სამთავრობო და დიპლომატიური შენობები. ამის შესახებ France24 უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით წერს.


გამოცემა წერს, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, ერაყსა და სირიაში, პროირანული ჯგუფების მიერ ამერიკის ან კოალიციის ძალების წინააღმდეგ ათობით სარაკეტო ან უპილოტო დარტყმა განხორციელდა.


„ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით ოფიციალურ ანგარიშებს მსხვერპლისა და ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ჩვენ ასევე ველოდებით ოფიციალურ ანგარიშს თავდასხმის ტიპის შესახებ,“ - განაცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.


„გასულ კვირას ისრაელსა და ირანის მიერ მხარდაჭერილ „ჰამასს“ შორის ომში პაუზის დასრულების შემდეგ, ამერიკულ და კოალიციურ ძალებზე, პროირანულმა ჯგუფებმა თავდასხმები განაახლეს. ისინი თავიანთ ქმედებებს, ისრაელის მიმართ ვაშინგტონის მხარდაჭერით ამართლებენ,“ წერს France24.