ესტონეთის უშიშროების სამსახურმა ქვეყნის წინააღმდეგ სადაზვერვო საქმიანობაში ეჭვმიტანილი ალან ჰანცომი, პროკრემლისტური პარტია Koos-ის წევრი დააკავა.
„7 დეკემბერს დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ესტონეთის 46 წლის მოქალაქე, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ესტონეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ ჯაშუშობაში და მსგავსი ქმედებების მხარდაჭერაში. ეს არის წინასწარი ეჭვი, რომელიც შესაძლოა, შეიცვალოს გამოძიების დროს," - განაცხადა სახელმწიფო პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა კაირა კუნგასმა.
მისივე თქმით, კაცი ამჟამად ეჭვმიტანილის სტატუსით არის დაკავებული და გამომძიებლები ატარებენ პირველად საპროცესო მოქმედებებს.
ალან ჰანტსომი "უკვდავი პოლკის" მსვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორია. 2023 წლის მაისში ის პროკრემლისტურ პარტია Koos-ს შეუერთდა.