სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის მოადგილემ, ნათია ჯულაყიძემ თანამდებობა დატოვა. შესაბამის ინფორმაციას ქართული მედიასაშუალებები ომბუდსმენის აპარატზე დაყრდნობით ავრცელებენ. ჯულაყიძე სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის, გენდერის დეპარტამენტის, თანასწორობის დეპარტამენტის, აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს, დასავლეთ საქართველოს სამმართველოს საქმიანობას უწევდა კოორდინაციასა და ზედამხედველობას.
აპარატის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ჯულაყიძემ ომბუდსმენის მოადგილის პოსტი საკუთარი სურვილით, დაახლოებით ერთი თვის წინ დატოვა.
ნათია ჯულაყიძე, რომელიც ომბუდსმენის მოადგილედ აპრილში დაინიშნა, იოსელიანის ყოფილი თანაგუნდელის, ალეკო ელისაშვილის დისშვილია და ასევე, მისი სამოქალაქო მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორი იყო.
- ომბუდსმენ იოსელიანის ახალი მოადგილე „მოქალაქეების“ ლიდერ ელისაშვილის დისშვილი და პარტიის შემწირველია