ლატვია აშშ-სგან ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას მიიღებს

ლატვია შეერთებული შტატებისგან (Naval Strike Missile (NSM) ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს მიიღებს.

კონტრაქტის თანხა 105 მილიონი დოლარს შეადგენს. შეთანხმების შესახებ ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ანდრის სპრუდსმა და აშშ-ის ელჩმა რისტოფერ რობინსონმა განაცხადეს.

ხელშეკრულების პირობების მიხედვით, ხარჯების დიდ ნაწილს ამერიკულ მხარე უზრუნველყოფს - პარტნიორებმა ხელშეკრულების მთლიანი თანხის 70% დაფარეს.


დარჩენილ 30%-ს ლატვია გადაიხდის.

როგორც სპრუდსმა აღნიშნა, NSM უზრუნველყოფს ლატვიის სანაპიროს დაცვას, გემების მარშრუტების უსაფრთხოებას და საჭიროების შემთხვევაში ინტეგრირებული იქნება NATO-ს მთლიან თავდაცვის სისტემაში.

NSM ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემაა, რომელსაც როგორც საზღვაო, ასევე სახმელეთო სამიზნეებზე, 185 კილომეტრამდე მანძილზე შეუძლია იერიშის მიტანა. ამ სარაკეტო სისტემას, იყენებენ აშშ, პოლონეთი, გერმანია, ნორვეგია, რუმინეთი, დიდი ბრიტანეთი, კანადა და ნიდერლანდები.

ლატვიაში NMS-ის განლაგება 2026 წელს იგეგმება. სრულად ფუნქციონირებს კი, 2027 წელს დაიწყებს. Spruds-მა არ გაამჟღავნა დეტალები იმის შესახებ, თუ სად ზუსტად განლაგდება სისტემა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ლატვიისთვის ექვსი HIMARS-ის ტიპის სარაკეტო და საარტილერიო სისტემის მიყიდვა დაამტკიცა.