ბულგარეთის პარლამენტმა უკრაინის დახმარებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

ბულგარეთის პარლამენტმა უკრაინის დახმარებაზე პრეზიდენტ რუმენ რადევის ვეტო დაძლია. 162 ბულგარელმა დეპუტატმა კვლავ მხარი დაუჭირა შეთანხმების რატიფიკაციის კანონპროექტს, ხოლო 55 წინააღმდეგი წავიდა. 

პრორუსული ძალების წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს უკრაინაში ჯავშანტექნიკის გადაცემის განზრახვა, გაიმეორეს პრეზიდენტის თეზისები იმის შესახებ, რომ ჯავშანტრანსპორტიორი შეიძლება, ბულგარეთის საზღვრის დასაცავად იყოს გამოყენებული.