Reuters: ერაყში აშშ-ის საელჩოს ჭურვები ესროლეს

ერაყში აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე შვიდი ჭურვი ჩავარდა.

Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ეს ბოლო პერიოდის თავდასხმებს შორის, იყო ყველაზე მასშტაბური თავდასხმა ამერიკულ დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე

აშშ-ის მთავრობაში აცხადებენ, რომ ჭურვების სროლის შედეგად საელჩოს ტერიტორია უმნიშვნელოდ დაზიანდა და ინციდენტისას არავინ დაშავებულა. პირველი აფეთქება საელჩოს მახლობლად გამთენიისას მოხდა, რამაც ერაყის უსაფრთხოების სამსახურის შენობა დააზიანა.

პარალელურად, ამერიკელმა სამხედრო ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თავდასხმის სამიზნე ასევე გახდა დასავლეთ ერაყში აინ ალ-ასადის საჰაერო ბაზა, სადაც ბაზირებული არიან აშშ-ისა და სხვა საერთაშორისო ძალები.