უკრაინამ რუსეთიდან 387 ბავშვი დააბრუნა თითქმის 20 000 გატაცებულიდან - ოლენა ზელენსკა

უკრაინის პირველის ლედის, ოლენა ზელენსკის ინფორმაციით, 20 000-მდე გატაცებულიდან უკრაინამ რუსეთიდან 387 ბავშვის დაბრუნება მოახერხა. მისივე თქმით, გატაცებული ბავშვების უმეტესობა ობოლი ან მშობლის მზრუნველობას მოკლებულია.

"რუსეთი ჩვენთან პირდაპირ კონტაქტს არ ამყარებს. ამიტომ, ბავშვები სახლში მიდიან მესამე ქვეყნების გავლით. ბევრი მზრუნველი ადამიანის შუამავლობით...ამიტომ არის მნიშვნელოვანი მსოფლიო თანამშრომლობა. გატაცებული ბავშვების გადასარჩენად დიდი იმედი მაქვს კოალიციის, რომლის შექმნაც კანადამ შემოგვთავაზა ერთი თვის წინ და რომელიც მალე უნდა ამოქმედდეს," ამბობს ოლენა ზელენსკა.

მანვე აღნიშნა, რომ დაბრუნებულმა ბავშვებმა ფსიქოლოგიური, მატერიალური და სოციალური მხარდაჭერა მიიღეს. თუმცა, ზელენსკას თქმით, არანაკლებ რთულია, რომ მათ ჰქონდეთ სწავლისა და საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა.