აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის ენერგეტიკული განვითარება ნავთობიდან გაზზე ტრანსფორმირდა. ილჰამ ალიევის თქმით, მისი ქვეყანა გაზის განაწილების არეალს აფართოებს.
„ჩვენი ენერგეტიკული განვითარება ნავთობიდან გაზზე ტრანსფორმირდა. ამავდროულად, ნავთობის წარმოება და ექსპორტი კვლავაც მრავალი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია.
სამი წლის წინ დასრულებული სამხრეთის გაზის დერეფანი, გაზის ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც 500 კილომეტრის სიგრძის მილსადენების ინტეგრირებულ სისტემას წარმოადგენს, აზერბაიჯანს შესაძლებლობას აძლევს, გაზარდოს თავისი გაზის მიწოდების არეალი.
დღეს ჩვენ ვახორციელებთ გაზის ექსპორტს საქართველოში, თურქეთში, საბერძნეთში, ბულგარეთში, იტალიაში, რუმინეთში და გავაფორმეთ კონტრაქტები უნგრეთთან და სერბეთთან. ალბანეთი ასევე იქნება ჩვენი გაზის განაწილების გეგმების ნაწილი,“ - აღნიშნა ალიევმა Euronews-თან ინტერვიუში.