ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. მხარეებმა მკვეთრად განსხვავებული ცნობები გაავრცელეს იმის შესახებ, რაც ითქვა ორ ლიდერს შორის კომუნიკაციისას.
„ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ უკმაყოფილოა მოსკოვის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოში დაფიქსირებული პოზიციებით და "მკვეთრად აკრიტიკებს რუსეთსა და ირანს შორის სახიფათო თანამშრომლობას," ნათქვამია მისი ოფისის განცხადებაში. თავის მხრივ, კრემლმა განაცხადა, რომ საუბრის მთავარი თემა იყო „კატასტროფული ჰუმანიტარული მდგომარეობა ღაზას სექტორში“.
რუსეთმა გაეროს რეზოლუციას, ღაზის სექტორში ომის შეწყვეტის შესახებ, მხარი დაუჭირა. ამ რეზოლუციას ვეტო დაადო აშშ-მ, ხოლო ბრიტანეთმა თავი შეიკავა. დანარჩენი 13 წევრი რეზოლუციას მიემხრო. კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, ყველა შესაძლებელი დახმარება გასწიოს მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვის შესამსუბუქებლად და კონფლიქტის დეესკალაციისთვის.