პოლიტიკა
ახალი ამბები
„ველოდები, რომ საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, ნათელია, რომ არამხოლოდ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ, ხელისუფლება ძალიან მკაფიო განზრახვაზე მიუთითებს,“ ეს განცხადება ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრიშიანის კარინშმა ბრიუსელში ევროკავშირის წევრი საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე გააკეთა.
„დღეს მაგიდაზე სამი მნიშვნელოვანი საკითხი დევს. პირველი არის უკრაინა, მეორე არის ომი შუა აღმოსავლეთში და მესამე აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხები. აუცილებლად ველი, რომ ამ კვირას საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. ცოტა ხნის წინ შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და მკაფიოა, რომ არამხოლოდ ხალხს სურს ძალიან ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ, ხელისუფლება ძალიან მკაფიო განზრახვაზე მიუთითებს. ეს ძალიან დადებითია და ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავეხმაროთ საქართველოს რეფორმების გზაზე,“ - განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველი ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ.
მან უნგრეთის პოზიციას ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების საკითხზე გამოწვევა უწოდა.