არგენტინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, ხავიერ მილეიმ სამინისტროების რაოდენობა 18-დან 9-მდე შეამცირა. მან ახალი მინისტრთა კაბინეტი წარადგინა. ეს მილეის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო.
განახლებულ მინისტრთა კაბინეტში ეკონომიკის, უსაფრთხოების, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ჯანდაცვის, იუსტიციის, ადამიანური კაპიტალის, ინფრასტრუქტურისა და საგარეო საქმეთა მინისტრები იქნებიან.