უკრაინის ვლადიმერ ზელენსკი კონგრესის ლიდერებთან მოლაპარაკებებს გამართავს. პალატის სპიკერის მაიკ ჯონსონის გარდა, მოსალოდნელია, რომ უკრანის პრეზიდენტი სენატორებსაც შეხვდება. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
დაგეგმილია შეხვედრები მას შემდეგ, რაც უკრაინის მიმართ აშშ-ის დახმარების მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, არსებული სახსრები კი, თითქმის ამოწურულია.
როოგრც ცნობილია, ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს 12 დეკემბერს შეხვდება. ჯო ბაიდენი ზელენსკის თეთრ სახლში სამშაბათს უმასპინძლებს. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ამერიკა უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მიმართ ურყევ ერთგულებას გაუსვამს ხაზს. „ლიდერები განიხილავენ უკრაინის გადაუდებელ საჭიროებებს და შეერთებული შტატების მხარდაჭერის სასიცოცხლო მნიშვნელობას ამ კრიტიკულ მომენტში,"განაცხადეს თეთრ სახლში,“ - განაცხადეს თეთრ სახლში.