ამერიკულ იარაღს შეუძლია, დაამარცხოს რუსული ძალები უკრაინაში: ზელენსკის სიტყვა აშშ-ის თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტში

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას პირობა დადო, რომ უკრაინელები მომავალ წელს რუსეთის ძალებს ბრძოლის ველიდან განდევნიან.

  • „ჩვენ უკვე დავიბრუნეთ ტერიტორიის 50%, რომელიც რუსეთმა დაიპყრო ამ ომის დასაწყისში," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, კონგრესში გადაუჭრელი საკითხები, მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შთააგონებს.

  • „ამერიკა და მსოფლიოს ყველა სხვა თავისუფალი ერი უნდა დარწმუნდეს საკუთარ თავში, საკუთარ ძალაში, ლიდერობაში, რათა დიქტატურებმა საკუთარ თავსა და თავისუფლების შელახვის შესაძლებლობებში ეჭვი შეიტანონ. ჩვენ ერთად უნდა დავიცვათ კანონის უზენაესობა, ჩვენი ინსტიტუტები და ალიანსები, რომლებიც იცავენ დემოკრატიას და იცავენ უსაფრთხოებას, მათ შორის NATO, რათა არსად მსოფლიოში, პლანეტის ყველაზე ბნელ კუთხეშიც კი არავის გაუჩნდეს ცდუნება, რომ სამყაროზე, თავისუფლების გარდა, სხვა წესრიგი შეიძლება, დომინირებდეს. დარწმუნებული ვარ, თავისუფლება ნებისმიერ მტერზე ძლიერია. დარწმუნებული ვარ, რომ თავისუფლებამ უნდა გაიმარჯვოს ყოველ ჯერზე, როცა ვინმე მას დაუპირისპირდება,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთს იმაზე გაცილებით მეტი სურს, ვიდრე უკრაინის მიწა და რესურსებია და უკრაინა მხოლოდ პლაცდარმად სჭირდება. ზელენსკის განცხადებით, პუტინი უნდა დამარცხდეს და აშშ-ს შეუძლია, ჰქონდეს უკრაინის იმედი, ისევე, როგორც უკრაინას აქვს ამერიკის მხარდაჭერის იმედი.

  • „ნება მომეცით, გულწრფელი ვიყო თქვენთან, მეგობრებო. თუ ვინმე არის შთაგონებული კაპიტოლიუმში გადაუჭრელი საკითხებით, ეს მხოლოდ პუტინი და მისი ავადმყოფი ხროვა. ისინი ხედავენ ოცნებების ახდენას, როდესაც ხედავენ შეფერხებებს და სკანდალებს. ისინი ხედავენ, რომ თავისუფლება ეცემა, როდესაც თავისუფლებისთვის მებრძოლების მხარდაჭერა მცირდება. პუტინის მსგავს ადამიანებს თავისუფლების დაპყრობის იმედიც კი არ უნდა ჰქონდეთ,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, შავ ზღვაში უკრაინამ გაიმარჯვა.

  • „ახლა რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ნაწილობრივ განადგურებულია ან იმალება შორეულ ყურეებში. ამის წყალობით, ჩვენ განვაახლეთ ჩვენი საზღვაო ექსპორტი, მათ შორის, საკვების ექსპორტი, დავიცვათ აფრიკისა და აზიის ათობით ქვეყანა შიმშილისა და ქაოსისგან. მომავალ წელს, უკრაინა უფრო მეტ გადაზიდვის ხაზს უზრუნველყოფს. და ამ დროისთვის საიდუმლო არ არის, რომ უკრაინის პასუხმა რუსულ ბარბარიზმზე შეიძლება, შეარყიოს მიწა მოსკოვის გულში - ეს ჩვენი ნამდვილი სიძლიერის დასტურია. გარდა ამისა, უკრაინა ახორციელებს სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმირებას, თუნდაც ომის დროს ჩვენ ვაუმჯობესებთ სისტემას, რათა დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ. ჩვენ ვასრულებთ დაპირებებს,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკულ იარაღს შეუძლია, დაასრულოს და დაამარცხოს რუსული ძალები უკრაინაში. 

„სწორედ ახლა, სასტიკი ბრძოლების ფონზე, ჩვენი ჯარისკაცები იკავებენ პოზიციებს ფრონტზე და ემზადებიან შემდგომი მოქმედებებისთვის. ჩვენ არ მივცემთ რუსეთს გამარჯვების უფლებას წელს. დიახ, პუტინი ცდილობს შექმნას ახალი პრობლემები. მაგრამ ჩვენი ტაქტიკა არ არის მხოლოდ იმის ლოდინი, თუ რას გააკეთებს რუსეთი; არამხოლოდ, პუტინის შექმნილ პრობლემებთან ადაპტაციაზე; ეს ეხება პრობლემების ეფექტიანად გადაჭრას - გადაჭრას!


ეს არის გამარჯვების გასაღები. ხვალ, პრეზიდენტ ბაიდენთან და კონგრესში შეხვედრებზე ვისაუბრებ იმაზე, თუ რა შედეგების მიღწევა შეგვიძლია მომავალ წელს, ჩვენი წლევანდელი მიღწევებიდან გამომდინარე.

მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკამ არ უღალატოს ჯარისკაცს, რადგან როგორც იარაღია საჭირო თავდაცვისთვის, თავისუფლებაც ყოველთვის მოითხოვს ერთიანობას. მთელი მსოფლიო გვიყურებს, აკვირდება თავისუფალი ერის ბედს და რომ უკრაინელები არ დანებებულან და არც დანებდენიან. ჩვენ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, შეგიძლიათ უკრაინის იმედი გქონდეთ. იმედი გვაქვს, რომ ჩვენც შეგვიძლია გვქონდეს თქვენი იმედი,” განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.