აშშ-ს მიერ ტიბეტის საკითხებზე წარმომადგენლის დანიშვნამ პეკინი გააბრაზა

ტრამპის ადმინისტრაციამ ტიტების საკითხებზე, მაღალი რანგის ადამიანის უფლებათა საკითხების ოფიციალური წარმომადგენელი დანიშნა, როგორც სპეციალური კოორდინატორი.

ამ ნაბიჯმა ჩინეთის აღშფოთება გამოიწვია. პეკინი აშშ-ს ადანაშაულებს ტიბეტში დესტაბილიზაციის მისწრაფებისთვის.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა დააანონსა, რომ რობერტ დესტრო დემოკრატიისთვის, ადამიანთა უფლებების და მუშაობის სახელმწიფო მდივნის დამხმარე, დამატებით თანამდებობას დაიკავებს, რაც უკვე 2017 წლიდან ვაკანტურია.

ჩინეთი უარს აცხადებდა და უარს აცხადებს აშშ-ს კოორდინატორთან მუშაობაზე. აშშ-ს ქმედებებს ჩინეთი შიდა საქმეებში ჩარევად განიხილავს.

"ტიბეტის საქმეები არის ჩინეთის საშინაო საქმეები და საგარეო ჩარევა დაუშვებელია," - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ჭაო ლიძიენმა.

პომპეოს განცხადებით, დესტრო "უწინამძღოლებს აშშ-ს საქმიანობას, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და დალაი ლამას ან მის წარმომადგენელს შორის პოლიტიკური დიალოგი წაახალისოს; დაიცვას ტიბეტის უნიკალური რელიგიური, კულტურული და ლინგვისტური იდენტობა; ზეწოლა მოახდინოს, რათა ადამიანის უფლებებს პატივი სცენ".

ჩინეთმა ტიბეტზე კონტროლი 1950 წელს დაამყარა, რასაც მოიხსენიებს "მშვიდობიან გათავისუფლებად", რითაც ტიბეტს "ფეოდალური" წარსულის გადაგდებაში დაეხმარა. პეკინს ტიბეტში კულტურული გენოციდის ჩადებაში ადანაშაულებენ.

ივლისში პომპეოს განცხადებით, აშშ ზოგ ჩინელ მაღალჩინოსანს, რომელიც ჩართულია ტიბეტში დიპლომატიური წვდომის დაბლოკვაში და ადამიანის უფლებების დარღვევაში, ვიზებზე შეზღუდვები დაუწესეს. ვაშინგტონი ტიბეტის "არსებით ავტონომიას"მხარს უჭერს.

აღსანიშნავია, რომ ბარაკ ობამასგან განსხვავებით, დონალდ ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის დროს დალაი ლამას არ შეხვედრია.