სი ძინპინი ვიეტნამში ჩავიდა

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ვიეტნამში ჩავიდა. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჩინეთის პრეზიდენტს ჰანოის აეროპორტში ვიეტნამის პრემიერ-მინისტრი, ფამ მინ ჩინი დახვდა.


„ჩინეთი დიდი ხანია, რაც ვიეტნამის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ხოლო ვიეტნამი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაში ჩინეთის უმსხვილეს პარტნიორს წარმოადგენს,“ - განაცხადა სი ძინპინმა ვიეტნამში გამგზავრებამდე.

ცნობისთვის, ვიეტნამში სი ძინპინის დღევანდელი ვიზიტი ბოლო ექვსი წლის განმავლობაში პირველია.