შოთა არველაძე თურქული კლუბის „კარაგუმრუქის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ამ დროისთვის გუნდი 15 ტურის შემდეგ 17 ქულით თურქეთის სუპერლიგაში მე-11 ადგილს იკავებს და ევროთასების ზონას 9 ქულით ჩამორჩება.
ბოლო კლუბი, რომელსაც შოთა არველაძე წვრთნიდა, ინგლისის მეორე დივიზიონის გუნდი ჰალ სიტი იყო. გასული წლის სექტემბრიდან არველაძე კლუბის გარეშეა. ფატიჰ კარაგუმრუკი არველაძის სამწვრთნელო კარიერაში მეოთხე კლუბი გახდება ტრაბზონსპორის, კასიმფაშასა და კაისერისპორის შემდეგ. არველაძე უზბეკეთის “ფაქთაქორსაც“ წვრთნიდა, მანამდე კი მაკაბიში (თელავივი) მუშაობდა.
„მიხარია, რომ სამწვრთნელო საქმეს იმ გუნდში დავუბრუნდი, რომელიც ჩემთვის კარგად ნაცნობია და ვიცი, რისი მიღწევა სურს. მინდა მადლობა ვუთხრა კარაგუმრუქის პრეზიდენტს, სულეიმან ჰურმას ნდობისთვის და რთულ მომენტში ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის.
ამ კლუბმა უკანასკნელ 3-4 წელიწადში დიდი გზა გაიარა თურქეთის სუპერლიგამდე და დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალებით მას კიდევ უფრო წარმატებულს გავხდით. გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში უკვე ჩავატარე და ვემზადებით უახლოესი მატჩისთვის. ველოდები გულშემატკივართან შეხვედრას და იმედი მაქვს, მათ გახარებას მოვახერხებთ,“ - წერს შოთა არველაძე სოციალურ ქსელში.