ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში ექვსი კაცი სამხედრო ბანაკში ასაფეთქებელი სატვირთო მანქანით შეიჭრა, რის შენობა დაინგრა და სულ მცირე 23 ჯარისკაცი დაიღუპა. შესაბამის განცხადებას პაკისტანის არმია ავრცელებს.
თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც რეგიონში სხვადასხვა ოპერაციაში ორი ჯარისკაც, 21 ბოევიკთან ერთად დაიღუპა.
პრემიე-რმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თავდასხმა დაგმო.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანის თალიბანის ჯგუფმა, Tahreek-e-Jihad Pakistan (TJP), აიღო. მათი თქმით, პაკისტანის არმიაზე თავდასხმა მისმა ბოევიკებმა განახორციელეს.