ჩეხეთმა უკრაინისთვის €4,7 მლრდ-ის მოცულობის სამხედრო ტექნიკის მიწოდება დაუშვა

ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა იანა ჩერნოხოვამ განაცხადა, რომ ჩეხეთმა უკრაინაში (117 მილიარდი კრონი) 4,7 მილიარდ ევროს ღირებულების სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე ლიცენზია გასცა.

„ამ ლიცენზიების წყალობით, უკრაინაში საჭირო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მიწოდება გრძელდება კერძო კომპანიებისა და დონორების მეშვეობით," - განმარტა ჩერნოხოვამ.

ლიცენზიების გარდა, ოქტომბერში ჩეხეთის მთავრობამ დაამტკიცა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფა, რომლის ღირებულებაც 22 მილიონი ჩეხურ კრონს შეადგენს.