14-15 დეკემბერს სომხეთში, ქალაქ ერევანში, რამდენიმე ქვეყნის მონაწილეობით, სამიტი გაიმართება. სომხური მედიის ცნობით, შეხვედრა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღონისძიება იქნება სომხეთში, რომელიც გაეროსთან ერთად ჩატარდება.
მათივე ცნობით, ერევნის შეხვედრას დაესწრება 30-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია, მათ შორის ბოტსვანის და ნეპალის საგარეო საქმეთა მინისტრები, ზიმბაბვეს, ესვატინისა და ლესოტოს ტრანსპორტის მინისტრები, მალავის ტურიზმის მინისტრი, საქართველოსა და პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები დ ტაჯიკეთის, ყაზახეთისა და თურქმენეთის ტრანსპორტის მინისტრების მოადგილეები.
შეხვედრას ასევე დაესწრებიან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, განსაკუთრებით გაეროს უმაღლესი წარმომადგენელი ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში, ზღვაზე გასასვლელის არ მქონე განვითარებად ქვეყნებში. გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (ECE) აღმასრულებელი მდივანი ტატიანა მოლჩეანი, TRACECA-ს გენერალური მდივანი ასეტ ასავბაევი და WTO-ს (მსოფლიო სავაჭო ორგანიზაცია) გენერალური დირექტორის მოადგილე. მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციისა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალური მდივნები, ასევე, გაეროს ოფიციალური პირები სიტყვით გამოვლენ ვიდეოზარის საშუალებით.