ნორვეგიის მთავრობამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. ნორვეგია უკრაინას 30,5 მილიონი დოლარის ღირებულების NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების აღჭურვილობას გადასცემს.
ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვა უკრაინის მხარდაჭერის გადამწყვეტი ნაწილია. ახალი პაკეტი ჰუმანიტარულ დახმარებასაც მოიცავს.
-
ნორვეგია უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში დაეხმარება
-
რომელმა ქვეყნებმა გადასცეს უკრაინას ყველაზე მეტი სამხედრო დახმარება
ნორვეგიამ უკრაინის სამხედრო საჭიროებისთვის დამატებით გამოყო 273 მილიონი ამერიკული დოლარი, რაც ნორვეგიის მთავრობისა და პარლამენტის მიერ უკრაინისთვის უკვე დამტკიცებული დახმარების ნაწილია. რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე, ბოლო დღეების განმავლობაში ბალისტიკური რაკეტებით მიიტანა იერიში.
ზელენსკი ნორვეგიაში 13 დეკემბერს ჩავიდა. მანამდე ის ჯერ არგენტიაში და შემდეგ აშშ-ში იმყოფებოდა. ნორვეგია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების უზრუნველყოფის მხრივ, 3,8 მილიარდით, მეოთხეა.