დანია უკრაინისთვის ახალ სამხედრო დახმარებას ამზადებს: რას მოიცავს პაკეტი

დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა უკრაინისთვის თითქმის 1 მილიარდი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარებას ამზადებს. UNIAN-ის ცნობით, ამის შესახებ ფრედერიკსენმა უკრაინის პრეზიდენტთან და უკრაინა-ჩრდილოეთ ევროპის მეორე სამიტის მონაწილეებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


დანიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხვალ, 14 დეკემბერს, მისი მთავრობა პარლამენტს ახალ სამხედრო პაკეტს წარუდგენს. მისი თქმით, თუ დანიის პარლამენტი დაამტკიცებს ამ პაკეტს, დახმარებაში შევა საბრძოლო მასალები, ტანკები, დრონები და სხვა მნიშვნელოვანი აღჭურვილობა, ან ის, რაც ახლა უკრაინას სჭირდება ბრძოლის ველზე.


„ახლა ომით გადაღლის დრო არ არის, როცა მამაცი უკრაინელი ჯარისკაცები ყოველდღე იბრძვიან,“ - ხაზგასმით აღნიშნა ფრედრიქსენმა.

ფრედერიკსენმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში გამარჯვებას ვერ შეძლებს.

"ეჭვგარეშეა, ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინის ბრძოლას, ვიდრე ეს საჭირო იქნება," - აღნიშნა დანიის პრემიერმა.

დანია F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პირველ პარტიას უკრაინაში 2024 წლის მარტ-აპრილში გაგზავნის.