ნაუსედა: ისტორიული გადაწყვეტილებების შანსი გვაქვს

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე მედიას განუცხადა, რომ დღეს არის ისტორიული შანსი კარგი გადაწყვეტილებების მიღების.

„ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით ძალიან გაბედული გადაწყვეტილებების მიღების ისტორიული შანსი. ეს ჩვენს ხელშია, ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ, ან დავკარგოთ. ჩემი ქვეყნის პოზიცია ძალიან მყარია, თქვენ იცით, რომ ჩვენ ამას თავიდანვე ვუჭერთ მხარს და ვთვლი, რომ ამას იმსახურებს უკრაინელი და მოლდოველი ხალხი, რადგან მათ ბევრი რამ გააკეთეს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად. ისინი იმსახურებენ პოზიტიურ შედეგს,“ - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ თუ ბოროტად გამოიყენებენ ერთსულოვნების პრინციპს, გაჩნდება სულ უფრო მეტი ხმა, რომელიც დასვამს შეკითხვას, თუ რატომ ვიღებთ გადაწყვეტილებებს კონსენსუსის საფუძველზე.


„შევძლებთ თუ არა ამ პოზიტიური შედეგების მიღებას და გადაწყვეტილებების მიღებას, დღეს ვნახავთ. თუკი ჩვენ ბოროტად გამოვიყენებთ ერთსულოვნების პრინციპს, გაჩნდება სულ უფრო მეტი ხმა, რომელიც დასვამს შეკითხვას, თუ რატომ ვიღებთ გადაწყვეტილებებს კონსენსუსის საფუძველზე. ჩემი ქვეყნისთის სარგებელს იღებს ერთსულოვნების პრინციპიდან, რადგან ის არის პატარა ქვეყანა, როგორც მაგალითად უნგრეთი. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პრინციპის შენარჩუნება, თუმცა ის არ უნდა იყოს ბოროტად გამოყნებული და საჭიროა მისი სწორად და სამართლიანად გამოყენება,“ – აღნიშნა ნაუსედამ.


მისივე თქმით, საქართველომ ბევრი გააკეთა რეფორმების მიმართულებით.

„ჩემმა მეგობრებმა საქართველოდან ნამდვილად ბევრი გააკეთეს რეფორმების შესასრულებლად. დიახ, ყოველთვის არის საკითხები, რომელთა განხილვაც მომავალში შესაძლებელია. თუმცა, ამჟამად ჩვენ გვაქვს პოლიტიკური სიტუაცია, როდესაც ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, გადაწყვეტილებები არამხოლოდ უკრაინასა და მოლოდვასთან დაკავშირებით, არამედ საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნ ნაუსედამ.