სალომე ზურაბიშვილი: სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განმიცხადებია - არ ვაკეთებ კომენტარებს შეწყალებასთან დაკავშირებით, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ

„სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განმიცხადებია - არ ვაკეთებ კომენტარებს შეწყალებასთან დაკავშირებით, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ,“- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც შეახსენეს, რომ „უარი განაცხადა სააკაშვილის შეწყალებაზე.“

„უარი არ განმიცხადებია. მე შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარებს არ ვაკეთებ, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ. ეს არ ეხება იმ ფაქტს, რომ მან უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს ამ გზაზე დაყენებაზე.

შევარდნაძემაც დიდი როლი შეასრულა. ის იყო პირველი, ვინც ჭიშკარი გახსნა. ზურაბ ჟვანიამ, რომლის 60 წლის იუბილე რამდენიმე დღის წინ აღინიშნა, მთავარი როლი შეასრულა და ყველას ახსოვს, რომ მან პირველმა მან წარმოთქვა: „მე ვარ ქართველი, და, მაშასადამე, ვარ ევროპელი.“ ყველა ამ პიროვნებამ, ყველა ამ მთავრობამ და ადმინისტრაციამ თავისი როლი შეასრულა. სამწუხაროდ, საქართველოში მთავრობებს, რომლებიც ძალიან კარგად იწყებენ, ტენდენცია აქვთ, რომ იქცნენ ცოტა ავტოკრატებად,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.