ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ევროპული საბჭოს სამიტის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველა სახელმწიფოს განვიხილავთ როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე - მათ შორისაა საქართველოს საკითხიც, მაგრამ უფრო დიდ პრობლემას უკრაინისა და მოლდოვას საკითხი წარმოადგენს
მისი თქმით, ევროკომისიის ანგარიში დამსახურების პრინციპს ეფუძნება.
„უკრაინამ მისთვის დაკისრებული კრიტერიუმები, რომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნას, შეასრულა. რაც რამდენიმე წელიც კი გრძელდება, როგორც ეს ჩვენი ისტორიიდან ვიცით. თუ ჩვენ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, უკვე შემდეგ უნდა განვიხილოთ სხვა ვარიანტები. ჩვენ ყველა სახელმწიფოს განვიხილავთ როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე. ეს ყველა ის წინადადებაა, რომელიც მაგიდაზე დევს. მათ შორის არის საქართველოს საკითხიც, მაგრამ უფრო დიდ პრობლემას უკრაინისა და მოლდოვას საკითხი წარმოადგენს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, - განაცხადა კაია კალასმა.
კაია კალასის ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მას განუცხადა, რომ ის შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას ვერ ხედავს.
„პირველ რიგში, ჩვენ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ უკრაინამ ამ ომში გამარჯვება შეძლოს. დღეს, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ რამდენიმე საკითხი უნდა გავიხილოთ.
ერთი ეხება უკრაინის ფინანსურ დახმარებას, რის შესახებაც ჩვენ შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ და მეორე ნაწილი გაფართოების საკითხს წარმოადგენს. უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების შესახებ წინ ხანგრძლივი განხილვა გველის. ცოტა ხნის წინ ვესაუბრე ვიქტორ ორბანს და მას შეგიძლიათ, მეტი შეკითხვა დაუსვათ. მან აღნიშნა, რომ იგი ვერ ხედავს შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას. ჩვენ ვცადეთ, მაგრამ ისევ ვცდით, რადგან ჯერ დანებებისთვის მზად არ ვართ,“ - აღნიშნა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.