შვედეთმა უკრაინისთვის 124 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტი დაამტკიცა

დღეს, შვედეთის მთავრობამ უკრაინისთვის დაამტკიცა ზამთრის დახმარების პაკეტი, რომლის ღირებულებაც 124 მილიონი ევროს შეადგენს. ახალი დახმარება უკრაინას სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვაში დაეხმარება.

შესაბამისი განცხადება შვედეთის მუდმივმა წარმომადგენლობამ ევროკავშირში, X-ზე განათავსა.

„უკრაინა იბრძვის საკუთარი თავის გადარჩენისთვის და ევროპის უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის. ეს არის გადამწყვეტი დრო უკრაინის მხარდაჭერისთვის,“ - ნათქვამია განცხადებაში.