უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში მოულოდნელი, გამოუცხადებელი ვიზიტით ჩავიდა.
უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტზე ინფორმაცია გერმანულმა მხარემ დეტლების დაკონკრეტების გარეშე გაავრცელა.
კიევი ცდილობს, უზრუნველყოს დასავლეთის მუდმივი დახმარება იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ამერიკის მხარდაჭერის გაგრძელებას კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, როდესაც ბაიდენის მოთხოვნას არ ამტკიცებს.