ფინეთი რუსეთთან საზღვარს კვლავ დახურავს.
საუბარია ორ სასაზღვრო პუნქტზე, რომლებიც ფინეთმა ხუთშაბათს, 14 დეკემბერს, ხელახლა გახსნა. მათი ხელახლა დახურვის ვადები არ სახელდება.
ფინეთმა ახლახან დაასრულა ორი კვირის განმავლობაში მოქმედი რეჟიმი, რომლის ფარგლებშიც ორ ქვეყანას შორის ყველა გზა დახურული იყო.
ჰელსინკის განცხადებით, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ბოლოდროინდელი მატება მოსკოვის მიერ ორკესტრირებული საპასუხო ნაბიჯია,რაც აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ გადაწყვეტილებას უკავშირდება.