ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ისტორიული გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ლიდერებს ესაუბრა.
„ახლახან დავურეკე მოლდოვის პრეზიდნეტ მაია სანდუს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რათა მიმელოცა მათთვის ისტორიული ნაბიჯი, რომელსაც მათი ქვეყნები დგამენ ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით. თქვენი მომავალი ევროკავშირის ოჯახშია,“ – წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელში.