ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება გადამწყვეტი ეტაპია საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე - თურქეთის საელჩო

საქართველოში თურქეთის საელჩოს განცხადებით, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება არის გადამწყვეტი ეტაპი საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე. 

„ისტორიული დღე საქართველოსთვის. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება არის გადამწყვეტი ეტაპი საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე. ვულოცავთ ყველა ჩვენს ქართველ მეგობარს,“  ნათქვამია თურქეთის საელჩოს განცხადებაში.