მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ვროპული საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
„ევროკავშირის მიერ გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებით, მოლდოვამ დღეს ახალი ფურცელი გადაშალა. ჩვენ დღეს ვგრძნობთ ევროპის თბილ ჩახუტებას. მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის და ჩვენი გზისადმი რწმენისთვის. ჩვენ მზად ვართ რთული სამუშაოსთვის, რომელიც საჭიროა ევროკავშირის წევრობისთვის. მოლდოვა მზად არის, წინ აღუდგეს გამოწვევებს,“ – წერს მაია სანდუ.
მან წარმატება მიულოცა საქართველოსაც.
„მოლდოვა თქვენ გვერდით დგას ამ მოგზაურობაში, რადგან ერთად ვაყალიბებთ უფრო ძლიერ, უფრო გაერთიანებულ ევროპას,“ – წერს მაია სანდუ.
ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნა.