ევროპული საბჭოს დასკვნის მიხედვით, ევროკავშირი განაგრძობს მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერას იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომლებიც მათ წინაშე დგას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად.
ევროპული საბჭო ასევე იღებს გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, იმის გათვალისწინებით, რომ გადადგმულია შესაბამისი ნაბიჯები კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციით.
ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნა.