უკრაინის საელჩო საქართველოს ულოცავს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
საელჩო წერს, რომ უკრაინის და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.
„ვულოცავთ ქართველ ხალხს ქვეყნისთვის და ევროკავშირისთვის ისტორიულ დღეს. ეს არის ისტორიული მოვლენა ჩვენი ქვეყნების ცხოვრებაში. უკრაინის და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.
პატივი და დიდება გმირებს, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლისთვის. მადლობა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირიდან მუდმივი მხარდაჭერისთვის,“ – ნათქვამია უკრაინის საელჩოს განცხადებაში.
ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნა.