საქართველოს პარლამენტმა 2024 წლის ბიუჯეტი მიიღო. კენჭისყრა დღეს, 15 დეკემბერს გაიმართა. მთავარი ფინანსური დოკუმენტი ქვეყნის მომავალი წლის პრიორიტეტებს განსაზღვრავს.
არსებული გათვლით, 2024 წელს ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება 5,2 პროცენტით, ინფლაცია (ფასები გაიზრდება) კი 2,8 პროცენტი იქნება.
2024 წელს:
- მთლიანი შიდა პროდუქტების მოცულობა 86 მილიარდი ლარი იქნება, ერთ მოსახლეზე 8,5 დოლარზე მეტი;
- ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 2,5%-ია, საგარეო ვალი კი 38%;
- ბიუჯეტის შემოსავლებად გათვლილია 21 942,3 მილიონი ლარი, ხარჯვითი ნაწილად კი 27 500 მილიონი.
ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ბიუჯეტია 7 829,2 მლნ ლარი
- 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 50 ლარით და 415 ლარი გახდება. მაღალმთიან რეგიონებში - 500 ლარი;
70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და 315 ლარი ხდება. მაღალმთიან რეგიონებში - 380 ლარი. - სახელმწიფო კომპენსაციებისა და აკადემიური სტიპენდიებისთვის არსებული ზედა ზღვრი 560 ლარის ნაცვლად 1000 ლარი ხდება.
ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 1,7 მილიარდი ლარზე მეტი. - გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის მატება.
- განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 2508 მილიონი ლარი იქნება. ამ მიმართულებით გათვალისწინებულია მასწავლებლების ხელფასების გაზრდა, სკოლებისა და ბავშვების მშენებლობა-რეაბილიტაცია.
კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის გამოყოფილია 472 მილიონი, რაც ასე გადანაწილდება:
- სახელოვნებო და სასპორტო სფეროში უმაღლესი განათლება -19,6 მლნ ლარი;
- ინფრასტრუქტურის განვითარება - 45 მლნ ლარი;
- სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებების ხელშეწყობა - 7,8 მლნ ლარი;
- კულტურის განვითარების ხელშეწყობა - 97,9 მლნ ლარი;
- კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და სამუზეუმო სისტემის სრულყოფა - 45,2 მლნ ლარი;
- მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის განვითარება და პოპულარიზაცია - 195,1 მლნ ლარი;
- კულტურისა და სპორტის მოღვაწეთა სოციალური დაცვისა და ხელშეწყობის ღონისძიებები - 51,4 მლნ ლარი.
ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე მაღლბიუჯეტიანი უწყებაა. დაფინანსება განისაზღვრა 3400,7 მლნ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ნაწილში გათვალისწინებულია 2423,3 მლნ ლარი, გრანტებში 18,4 მლნ ლარი, ხოლო კრედიტების ნაწილში 959,0 მლნ ლარი. 801 მილიონი ლარია ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი, საიდანაც 5 მილიონი დაიხარჯება შავ ზღვაში ელექტროგადამცემი კაბელის მშენებლობისთვის საჭირო კვლევით სამუშაოებზე.
სხვა უწყებები:
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 688 მილიონი ლარი;
- ფინანსთა სამინისტრო - 114 მლნ ლარი;
- იუსტიციის სამინისტრო - 414,7 მლნ ლარი;
- საგარეო საქმეთა სამინისტრო - 187,5 მლნ ლარი;
- თავდაცვის სამინისტრო - 1380 მლნ ლარი;
- შინაგან საქმეთა სამინისტრო - 1260 მლნ ლარი;
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - 210 მლნ ლარი;
- პროკურატურა - 63,2 მლნ ლარი;
- სპეციალური საგამოძიებო სამსახური - 18 მლნ ლარი;
- სასამართლო სისტემა - 171,7 მლნ ლარი.
2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტი საქართველოს პარლამენტს წარედგინა 2023 წლის სექტემბრის ბოლოს, საპარლამენტო განხილვების შემდეგ კი მასში ცვლილებები შევიდა.