აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს.
ჯიმ ო’ბრაიენი X-ზე წერს, რომ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებებს ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის ამაღელვებელ მომენტად აფასებს.
„შესანიშნავი ამბები ევროპული საბჭოსგან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. ვულოცავთ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს და ბოსნია-ჰერცეგოვინას ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებებს მათი ევროპული მისწრაფებების შესახებ. ამაღელვებელი მომენტი ჩვენი ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის,“ – წერს ჯიმ ო’ბრაიენი.