ლევან დავითაშვილი: მივესალმები, თუ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი სახალხო ზეიმს უერთდება

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი მიესალმება, რომ საქართველოს პრეზიდენტი „სახალხო ზეიმში“ მონაწილეობს.

„ეს ყველა ქართველის ზეიმია, ქალბატონი სალომეც საქართველოს მოქალაქეა და მივესალმები, თუ ქალბატონი სალომე სახალხო ზეიმს უერთდება,“ აღნიშნა დავითაშვილმა.

თავისუფლების მოედანზე, სადაც საქართველოს მთავრობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის აღსანიშნავ ღონისძიებას მართავს, პრეზიდენტიც მივიდა. ის ელოდება, რომ მას მოქალაქეებისადმი მიმართვის საშუალებას მისცემენ. ადგილზე მივიდა პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი შეკრებილებს სიტყვით ცოტა ხანში მიმართავს.


კითხვას, თუ რატომ ბლოკავენ, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ოპტიმიზმს და იმედს მაინც ინარჩუნებს.

დღეს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი „გამომსვლელთა სიაში არ არის.“