საქართველოს პრეზიდენტს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის აღნიშვნის ღონისძიებაზე გამოსვლის საშუალება არ მიეცა.
მან აღნიშნა, რომ „მადლობები არ სჭირდება.“
„არც მწყინს და არც მიხარია. მიხარია ის, რაც ხალხში ხდება. ამ მხიარულებას ვერავინ შემიცვლის, ამიტომ, გილოცავთ,“ განუცხადა მან მედიას თავისუფლების მოედანზე.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ელჩმა მიმართვა პრეზიდენტისადმი მისალმებით დაიწყო.
შეკრებილებს მანამდე მმმართველი გუნდის ლიდერებმა მიმართეს.