„გილოცავთ, გააგრძელეთ კარგი მუშაობა,“ - მიმართა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართული პრესკონფერენციიდან საქართველოს, როდესაც უპასუხა შეკითხვას, რა გზავნილი აქვს საქართველოსთან და რას ურჩევდა ქვეყანას, რომელმაც კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო.
„თქვენ ხართ ევროპა, ჩვენ გვსურს, ევროკავშირს შემოუერთდეთ და მოდით, ერთად ვიმუშაოთ,“ - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.