ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ბლოკისთვის გაფართოება მშვიდობაში, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაში ინვესტიციას ნიშნავს. ბრიუსელში, საბჭოს ორდღიანი სამიტის დასკვნით პრესკონფერენციაზე მიშელმა აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინაში ღრმად გარდაქმნა ევროკავშირი.
„ჩვენ გადავწყვიტეთ დავიწყოთ მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან და მივცეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს. ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ მოლაპარაკებების გახსნა ბოსნია და ჰერცეგოვინასთან.
ეს მკაფიო არჩევანია, რადგან ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ გაფართოება არის ინვესტიცია მშვიდობაში, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაში.
ეს არის ძალიან ძლიერი პოლიტიკური გზავნილი, რომელიც ჩვენ გავუგზავნეთ ჩვენს ევროპელ მოქალაქეებს, კანდიდატი ქვეყნების მოქალაქეებსა და დასავლეთს," - განაცხადა შარლ მიშელმა.