გერმანიამ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა გადასცა

გერმანიამ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის კიდევ ერთი სისტემა გადასცა, სათადარიგო ნაწილებით და რაკეტებით გადასცა. დახმარების პაკეტში შედის 9 ერთეული Bandvagn 206-ის ტიპის (BV206) მრავალფუნქციური მანქანა; 8 ერთეული Zetros-ის ტიპის სატვირთო მანქანა.

2023 წლის განმავლობაში გერმანიამ უკრაინას დაახლოებით, 5,4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა გადასცა.

რუსეთის მიერ 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, გერმანია კიევისთვის გაწეული სამხედრო დახმარების მხრივ, 18,1 მილიარდით, მეორე ადგილზეა.