ბულგარეთის შენგენის ზონაში შესვლას უნგრეთი ვეტოს დაადებს, თუ სოფია რუსულ გაზზე გადასახადს არ გააუქმებს

რუსულ გაზზე გადასახადის გამო, უნგრეთი ბულგარეთს შენგენის ზონაში შესვლასთან დაკავშირებით აშანტაჟებს. Reuters-ი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოზე დაყრდნობით წერს, რომ უნგრეთი ბულგარეთის შენგენის ზონაში შესვლას დაადებს ვეტოს, თუ სოფია რუსულ გაზზე სატრანზიტო გადასახადს არ გააუქმებს.


„მკაფიოდ გავაგებინეთ ბულგარელებს, რომ თუ დიდხანს გააგრძელებენ ამას, თუ დიდი ხნის განმავლობაში საფრთხის ქვეშ დააყენებენ უნგრეთის ენერგომომარაგების უსაფრთხოებას, მაშინ ვეტოს დავადებთ შენგენის ზონაში მათ შესვლას,” - განაცხადა სიიარტომ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა დიდი ძალისხმევა გაიღეს, რათა რუსულ გაზზე აღარ იყვნენ დამოკიდებული, უნგრეთი ყოველწლიურად რუსეთიდან გაზის 4.5 მილიარდ კუბურ მეტრს იღებს 2021 წლის შეთანხმების ფარგლებში, ძირითადად სერბეთისა და ბულგარეთის გავლით.