ინტენსიური თოვის გამო, საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ასევე, საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.